საწრეო მუშაობა
საწრეო მუშაობის პროგრამა
საგანი
|
მე და საზოგადოება
|
საფეხური
|
დაწყებითი
|
კლასი
|
III-IV კლასის მოსწავლეები (სულ 10 მოსწავლე)
|
წრის
მუშაობის დაწყების დრო
|
2018-2019 სასწავლო წელის II სემესტრი.ყოველი მეორე ორშაბათი. 13სთ 30 წთ
|
ხანგრძლივობა
|
45 წთ
|
წრის
ხელმძღვანელი
|
ნანი ნადარაია
|
მიზანი
|
1.
წრის მიზანია მოსწავლეს ასწავლოს თვითშეფასება, რაც მომავალში
საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში დაეხმარება; ასევე განუვითაროს პასუხისმგებლობის
გრძნობა. ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდეს ღირსების,
პასუხისმგებლობის, ზნეობრივი პრინციპების მქონე პიროვნებად, რომელსაც ექნება თვითკონტროლისა
და თვითგამოხატვის უნარები.განუვითაროს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება; აღჭურვოს
იგი ისეთი უნარებით, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, მიზნების შესაბამისად
რაციონალური მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, დროის და სხვა რესურსების
სწორად დაგეგმვა, ხარჯვა და დაზოგვა. მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საკუთარი ქალაქის/სოფლისა და საკუთარი მხარის მიმართ; დაანახოს
თავისი ადგილი მშობლიურ გარემოში; ჩამოუყალიბოს
საგანგებო სიტუაციებში თვითგადარჩენისა და უსაფრთხოდ ქცევის უნარი. დაანახოს, თუ როგორ ვითარდება ცხოვრებისეული
მოვლენები და რა სახის ცვლილებებს აქვს ადგილი მის ლოკალურ გარემოში. ჰუმანური ღირებულებების (არაძალადობრივი გზებით
მოქმედება, შემწყნარებლობა (ტოლერანტობა), თანასწორობა) ჩამოყალიბებასა და აქტიური
მოქალაქის აღზრდასა შეუწყოს ხელი, რომელსაც გააზრებული აქვს საერთო წესების მნიშვნელობა,
იზრუნოს საკუთარ ოჯახზე, სკოლაზე, ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე,
აღიქვას მის ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობას.
|
აქტუალობა
|
·
მოსწავლეებს არ გააჩნიათა შესაბამისი ცოდნა და უნარები გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი,
სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე,
სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე, გარემოს დაცვაზე და სხვა.
·
მოსწავლეებმა არ იციან პირადი უსაფრთხოების,
ქუჩაში მოძრაობის, პირადი ჰიგიენის დაცვის, ბუნებრივი კატასტროფების დროს
მოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესები;
·
არ იციან საკუთარი უფლებებისა და
პასუხისმგებლობების შესახებ;
·
უჭირთ საზოგადოებრივი წესრიგის გააზრების
მნიშვნელობა;
·
უჭირთ სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმა და
მიმდინარე პროცესებში საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, სკოლისა და სამშობლოს
ადგილის განსაზღვრა-გააზრება ასაკის შესაბამისად.
|
მოსალოდნელი
შედეგები:
(შესაბამისობა
ესგ
გათვალისწინებულ
შედეგებთან)
|
საზ. მეც.
დაწყ. (I). 10. მოსწავლემ უნდა შეძლოს ღირებულებების (მაგ. ეთიკური ქცევის ნორმების
დაცვა, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, კულტურული
მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება) ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება;
საზ.
მეც. დაწყ. (I). 17. მოსწავლემ
უნდა შეძლოს მზრუნველობის გამოვლენა ბუნებრივი
გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.
საზ.
მეც. დაწყ. (I). 17. მოსწავლემ
უნდა შეძლოს მზრუნველობის გამოვლენა ბუნებრივი
გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.
|
საწრეო მუშაობის
თემატურ- კალენდარული გეგმა
N
|
თემა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო
რესურსი
|
რიცხვი
თვე
|
აქტივობის
ბოლოს მისაღწევი
შედეგები
|
1
|
სკოლაში ქცევის
წესები
|
ვასწავლოთ
ერთმანეთს
საკლასო
დისკუსია
|
იდივიდუალ
ური
ჯგუფური
|
დაფა
ცარცი
ბარათები
|
04.02
|
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ
ღირებულებების (მაგ. ეთიკური ქცევის ნორმების
დაცვა, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების გააზრება
და დაფასება) რეალურ სიტუაციებთან დაკავშირების უნარი
|
2
|
ტოლერანტობა და სიკეთის გაკეთება
|
როლური თამაშები
|
ჯგუფური მუშაობა
|
დაფა
ცარცი
სახელმძ
ღვანელო
|
18.02
|
მოსწავლეები გაარკვევენ რატომ არის მნიშვნელოვანი
ერთმანეთის პატივისცემა თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის?
|
3
|
საქართველოს
განძი
|
ვასწავლოთ ერთერთმა
ნეთს
|
ჯგუფური
ინდივიდუალური
|
სამუშაო რვეული
სახელმძღვა
ნელო
კომპიუ
ტერი პროექტ
ორი
|
04.03
|
მოსწავლეები
შეძლოებენ
მზრუნველობის
გამოვლენას ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.
|
4
|
ჩემი ქვეყნის
სიმბოლოები
|
ვასწავლოთ ერთმანეთს
|
ჯგუფური
ინდივიდუალური
|
კომპიუ
ტერი პროექტ
ორი
სახელმძღვანელო
|
18.03
|
ლეგენდებისა და მითების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების, მნიშვნელოვანი მოვლენების,
ისტორიული და თანამედროვე პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება; გაარკვევენ
თუ რა
რატომ უნდა ვცეთ პატივი
ჩემი ქვეყნის დროშასა და გერბს?
|
5
|
უფლებები
და მოვალოებები
|
დისკუსია
|
ჯგუფური
|
სახელმძღვანელო
რვეული
|
01.04
|
მოსწავლეები
გაეცნობიან და გააცნობიერებენ
უფლებებსა და მოვალეობებს
|
6
|
მავნე ჩვევები
|
გონებრივი იერიში.
დისკუსია
სიტუაციური ამოცანა
|
ჯგუფური
|
სახელმძღვანელო
რვეული
|
15.04
|
მოსწავლეები შეძლებენ
ქცევის წესების შემუშავებას, თანატოლებთან მათი შეთანხმებას.
|
7
|
ვისწავლოთ
უკონფლიქტო
ცხოვრება
|
დაუსრულებელი ისტორია
დისკუსია
|
ჯგუფური
|
სახელმძღვანელო
რვეული
კომპიუტერი
პროექტორი
|
22.04
|
მოსწავლეები ისწავლიან
როგორ ავირიდოთ ან გადავჭრათ
თანატოლებთან კონფლიქტი მშვიდობიანად?
|
8
|
უსაფრთხო გზა
სკოლისკენ
|
დისკუსია
სიტუაციური ამოცანა
|
ინდივიდუალური
ჯგუფური
|
კომპიუტერი
პროექტორი
|
06.05
|
მოსწავლეები
ისწავლიან
რატომ უნდა დავიცვათ
საზოგადოებრივი წესრიგი (ქუჩაში მოძრაობისას, ტრანსპორტში)
|
9
|
ჩემი და სხვების
უსაფრთხოება
|
გონებრივი
იერიში
დისკუსია
სიტუაციური ამოცანა
|
ინდივიდუალური
ჯგუფური
|
სახელმძღვა
ნელო კომპიუტერი
პროექტორი
|
20.05
|
მოსწავლეები
ისწავლიან
როგორ შეიძლება ავირიდოთ დაავადებების გავრცელება
სკოლაში, როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა და ვიკვებოთ ჯანსაღად?
როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციებში სკოლაში
ყოფნისას?
როგორ და რატომ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე?
|
10
|
ბუნება უნდა
დავიცვათ
|
გონებრივი
იერიში
სიტუაციური ამოცანა
|
ინდივიდუალური
ჯგუფური
|
სახელმძღ
ვანელო
კომპიუტერი
პროექტორი
|
03.06
|
მოსწავლეებმა
უნდა შეძლოს მზრუნველობის გამოვლენა ბუნებრივი გარემოსა
და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.
|
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩამოყალიბდა წრე-მე და საზოგადოება. წრეში გაერთიანდა მესამე-მეოთხე
კლასის მოსწავლები:ლიზი ბეჭვაია, ლიზი გუგუნავა, მარიამ კვაშილავა, დავით ოკუჯავა,
ნიკოლოზ წოწორია,ლიზი კილასონია,ლუკა დარსალია,ანი ხუხუა, გიორგი რუხაია, შორენა ნადარაია.
საწრეო მუშაობის მთავარი ამოცანა მოსწავლეებში 21-ე
საუკუნის უნარჩვევების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება და მიღებული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება იყო
საწრეო მუშაობის დროს ვიყენებდი ინტერაქციული სწავლების
მეთოდებს. მუშაობდნენ მოსწავლეები წყვილებში,ჯგუფებში. ვიყენებდი მეთოდს ,, ვასწავლოთ
ერთმანეთს“რომელმაც მისცა საშუვალება მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობა მიეღოთ სწავლის
პროცესში ამ მეთოდით გაეცნენ ქცევის წესებს, იმსჯელეს თუ რატომ არის საჭირო დავიცვათ
სკოლაში ქცევის წესები. შეადგინეს ,, სასკოლო კონსტიტუცია“
საწრეო მუშაობაზე მოსწავლეებმა განიხილეს თუ რატომ არის
მნიშვნელოვანი ერთმანეთის პატივისცემა თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის.ყველა
ბავშვი განსხვავებულია, მაგრამ თანასწორნი არიან. გაინაწილეს როლები და გაითამაშეს.
დაასკვნეს რომ ტოლერანტობა ნიშნავს, შენგან განსხავებული ადამიანის მიღებას, პატივისცემას,მოთმინებას,პატიებას,სიკეთეს
მზრუნველობას.
საწრეო მუშაობის პროცესში მოსავლეები ღრმად გაეცნენ
ჩვენი ქვეყნის სიმბოლოებს, აღწერეს საქართველოს სახელმწიფო გერბი, მოიძიეს ინტერნეტში
ინფორმაცია საქართველოს-დროშის ისტორია.
განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა წრის მუშაობა როცა
გაეცნენ მოსწავლეები მათ უფლებებს და მოვალოებებს. მოიყვანეს მაგალითები მოაწყვეს უფლება
მოვალეობასთან დაკავშირებული ნახატების გამოფენა.
საწრეო მუშაობის დროს გამოვიყენე მეთოდი,,დაუსრულებელი
ისტორია“თემაზე,,ვისწავლოთ უკონფლიქტო ცხოვრება“.ყველა ადამიანს ერთი და იგივე ინტერესები,
შეხედულებები და აზრები არ აქვს ყოველთვის ექნება განსხვაებული შეხედულობები მაგრამ
ეს არ უნდა გახდეს კონფლიქტის მიზეზი. მსჯელობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცხოვრება
წარმოუდგენელია კონფლიქტის გარეშე, მთავარია ვისწავლოთ მისი მოგვარება.
საწრეო მუშაობის თემა იყო ,,უსაფრთხო გზა სკოლისკენ“
მოსწავლეები კომპიუტერის დახმარებით გაეცნენ საგზაო ნიშნებს. გადაინაწილეს დავალებები
,, მე ქვეითი ვარ“, , შენ მგზავრი ხარ“ დამუშავებული დავალებები წარმოადგინეს პრეზენტაციის
სახით, მოსწავლეებს განუმტკიცდათ არსებული ცოდნა.
წრის მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ისწავლეს საკუთარი
გარემოს და ქვეყნის ზრუნვა, ჯგუფებში მოხდა სიტუაციური ამოცანების განხილვა შეთახმდნენ:
ბუნების გაფრთხილება, დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეეობაა ბუნების დაცვა სამშობლოს
დაცვას ნიშნავს.
საწრეო მუშაობა მიზანს მიაღწია. ხელი შეუწყო მოსწავლეებში
სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ასაკთან შესაბამისი
კულტურული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულობები გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისათვის
რაც დადებითად აისახა საგაკვეთილო პროცესზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი საწრეო
მუშაობა მომდევნო სასწავლო წელსაც გაგრძელდეს. მსგავსი მუშაობის პროცესში აუცილებლად
გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს, შესაძლებლობის დონეს და მუშაობა შესაბამისად
წარვმართავ.
No comments:
Post a Comment