Sunday, June 23, 2019

საწრეო მუშაობა ქართული ენის (გრამატიკის)


საწრეო მუშაობა
სსიპ ლედგებეს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი                       ნანი ნადარაია

საწრეო მუშაობა   2018-2019  I სემესტრში   ს ,შეიქმნა ქართული ენის (გრამატიკის) წრე  წრეში გაერთიანებულია მე-3 კლასის 5 მოსწავლე წრის მეცადინეობა ტარდება ყოველ მეორე პარასკევს5 გაკვეთილის შემდეგ.წრეში განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი,რომელიც ემსახურება მოსწავლის სააზროვნო,წერისა და კითხვის უნარის განვითარებას.
 წრეში გაერთიანებული მოსწავლეთა სია:
1.      ლიზი გუგნავა
2.      ლიზი ბეჭვაია
3.      მარიამ კვაშილავა
4.      დავით ოკუჯავა
5.      ნიკოლოზ წოწორია

საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.საწრეო მუშაობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მაქსიმალურად მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში,კონკრეტულად ნაცნობ მეტყველების ნაწილებზე.
   ჩვენი საწრეო მუშაობის ერთერთი მთავარი ამოცანაა გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.განუვითროთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.რათა მათ შეძლონ ინფორმაციის გაანალიზება,კრიტიკული განსჯა,შეფასება.მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
  საწრეო მუშაობის ძირითადი ტენდენციები ასეთია:
1.ნაცნობი მეტყველების ნაწილების სიღრმისეულად შესწავლა
2.შემოქმედებითი უნარის განვითარება
3.წაკითხვის გააზრება-გაანალიზების უნარის განვითარება

წრის მეცადინეობაზე აუცილებლად მოხდება მეტყველების ნაწილებია გაღრმავებული შესწავლა.წრის მუშაობა საინტერესო რომ გამოვიდეს,მოსწავლეებს შევთავაზებ საინტერესო ხალიასიან აქტივობებს.გამოვიყენებ შემდეგ რესურსებს:წიგნი,გრამატიკის სავარჯიშო რვეული,დაფა,ცარცი.თაბახის ფურცლები,მარკერი ტესტი.



ქართული ენის (გრამატიკის)წრის მუშაობის თემატურ-კალენდარული გეგმა

თემა
მეთოდი
კლასის ორგ.ფორმა
სასწავლო რესურსი
რიცხვი,თვე
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
1
არსებითი სახელი როგორც მეტყველების ნაწილი
კითხვა პასუხი
საერთო საკლასო
წიგნი დაფა,ცარცი,წინასწარ შედგენილი ტესტები
21.09
მოსწავლეს შეუძლია არსებიტი სახელის ამოცნობა.
2
ზედსართავი სახელი
კითხვა პასუხი
საერთო საკლასო
წიგნი ,გრამატიკის სავარჯიშო რვეული წინასწარ შედგენილი წინადადებების ნუსხა.
5.10
მოსწავლეს შეუძლია წინადადებებში ზედსართავი სახელის ამოცნობა ამოწერა კითხვების დასმა.
3
არსებითი და ზედსართავი სახელის მართლწერა
კითხვა პასუხი
საერთო საკლასო
არსებითი და ზედსართავი სახელების ბრუნების ცხრილი
     19.10
მოსწავლეს შეუძლია  წინადადებაში ზედსართავი სახელის ამოცნობა,ამოწერა კითხვების დასმა.
4
რიცხვითი სახელი და მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები
კითხვა პასუხი
საერთო საკლასო
არსებიტი და ზედსართავალი სახელების ბრუნების ცხრუილი
26.10
მოსწავლეს შეუძლია  არსებითი და ზედსართავი სახელი აბრუნონ  და დაიცვან მართლწერის ნორმები.
5
როგორ იწერება წერილი
მინი ლექცია
ინდივიდუალური
ფურცლები
2.11
მოსწავლეები შეძლებენ წერილის დაწერას ფორმატის მიხედვიტ ადრესანტს და ადრესატს.
6
ნაცვალსახელი
კითხვა-პასუხი
ჯგუფური
წიგნი,ფორმატის ფურცლები,ფერადი ქარალდები ცხრილი.
09.11
მოსწავლეებს შუძლიათ ნაცვალსახელთა ჯგუფების ამოცნობა და დაკვირვევის შედეგად ზოგადი წესების ჩამოყალიბება.
7
ზმნა
კითხვა პასუხი
წყვილებში
წიგნი,გრამატიკის სავარჯიშო რვეული,წინასწარ შედგენილი წინადადებეი.
30.11
მოსწავლეს შეუძლია წინადადებებში ზმნების მოძებნა და კითხვების დასმა,ნუმუშის მიხედვით შეცდომების გასწორება.
8
თხზულების დაწერა სასვენი ნიშნების გამოყენება
მინი ლექცია
ინდივიდუალური
ფურცელი
14.12
მოსწავლე შეძლებს მითითების მიხედვით დაწეროს პატარა თხზულება მეგობარზე სათანადო სასვენი ნიშნების გამოყენება.
9
განცხადებების დაწერა
მინი ლექცია
ინდივიდუალური
ფურცლები
21.12
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის განცხადების დაწერა(ინფორმაციული სახის,თხოვნის სახის).
10
წაკითხულის გააზრება
მინი ლექცია
ჯგუფური
ტექსტი-წიგნიდან
28.12
მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტის წაკითხვა გაგება-გააზრება.



2018 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა წრის მეცადინეობა .გავიხსენეთ არსებიტი სახელის.წინასწარ მომზადებულ სავარჯიშოებში ჩავსვით არსებითი სახელი სწორ ფორმაში.ნოსწავლეებმა თავად იპოვეს შეცდომა თვითონვე გაასწორეს შეხვედრა ხალისიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა.


                                                                                                


2018 წლის 5 ოქტომბერს შედგა საწრეო მუშაობა.წრის წევრებმა შეძლეს ამოეცმთ წინადადებებში ზედსართავი სახელი.ამოწერეს და დაუსვეს შესაბამისი კითხვები.შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.მოხდა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება.

  2018 წლის 19 ოქტომბერს ცატარდა წრის წევრების მეცადინეობა თემაზე არსებითი და ზედსართავი სახელის მართლწერა.მოსწავლეებმა შეძლეს არსებითი და ზედსართავი სახელის სათანადო ბრუნვაში ჩასმა,ყურადღება გაამახვილეს მართლწერის ნორმებზე.მოსწავლეებს განუმტკიცოთ ცოდნა.

2018 წლის 26 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობა თემა რიცხვითი სახელი მასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.მოსწავლეებმა გაიხსენეს რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები,შეადგინეს რიცხვითსახელიანი წინადადებები.მუშაობა საინტერესოდ წარიმართა მოხდა მოსწავლეთა არსებული ცოდნის გაღრმავება.

2018 წლის 2 ნოებრის წრის მეცადინეობაზე განვიხილეთ თუ როგორ იწერება წერილი.წერილი საკომუნიკაციო საშუალებაა.მოსწავლეებმა მისწერეს ერთმანეთს წერილი შეადგინეს ახლობლებისთვის.გაითვალისწინეს ნორმებო~ი როგორ იწყება და როგორ სრულდება წერილი.მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია.შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.


2018 წლის 9 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობა გავიხსენოთ ნაცვალსახელი.მოსწავლეებმა შეადგინეს წინადადებებით.შეძლეს ამოეცნოთ ნაცვალსახელები და დაკვირვების შედეგად ზოგადი წესების ჩამოყალიბება.მოსწავლეებს გაუღრმავდათ ცოდნა ნაცვალსახელის შესახებ.

2018 წლის 30 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობა თემაზე-ზმნა წინასწარ მომზადებულ სავარჯიშოებში მოსწავლეებმა შეძლეს ზმნების ამოცნობა,დაუსვეს კითხვები,იმუშავეს წყვილებში შესაბამის ფორმაში ჩასვეს ზმნები.წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია,ძალიან საინტერესოდ წარიმართა.


2018 წლის 14 დეკემბერს შედგა მერვე წრის მუშაობა,როგორ დავწეროთ თხზულება,მინი ლექციით მოსწავლეებს აუხსენი როგორ უნდა დაწერონ პატარა თხზულება „ჩემი მეგობარი“ მოსწავლეებმა გაითვალისწინეს მითითებები აღწერეს გარეგნობა,თვისებები,გაიხსენეს საინტერესო მაგალითები ურთიერთობებიდან.წაიკითხეს კლასში და ერთმანეთს გადასცეს.სამუშაო პროცესი ხალისიანი იყო განუვითარდათ შემოქმედებითი უნარი.

2018 წლის 21 დეკემბერს შედგა წრის მუშაობა თემაზე:ჩვენ ვსწავლობთ განცხადების დაწერას.მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დაწერეს და განიხილეს სხვადასხვა სახის განცხადებების ფორმა.მოსწავლეებმა განცხადებების დაწერას ხალისით გაართვეს ტავი.მოხდა მანუშევრების პრეზენტაცია.შეხვედრა ხალისიანი,საინტერესო იყო,მოხდა ცოდნისადმი ინტერესის გაღვივება,განმტკიცება.

2018 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა მეათე წრის მეცადინეობა-წაკიტხული ტექსტის გააზრება,მოსწავლეებს დაურიგდათ ედიშარ ყიფიანის მოთხრობა „გოგოა და შადრევანი“მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს.შეძლეს წაკითხულის ტექსტის გაგება-გააზრება.

                                                  რეფლექსია



2018-2019 სასწავლო წელს ცამოყალიბდა ქართული ენის წრე-გრამატიკის წრე,წრეში გაერთიანდა მესამე კლასის ხუთი მოსწავლე.ლიზი ბეჭვაია,ლიზი გუგუნავა მარიამ კვაშილავა,დავით ოკუჯავა,ნიკოლოზ წოწორია.
  საწრეო მუშაობის დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები,განსახილველი საკითხების შესაბამისობა ე.ს,გ-ის მოთხოვნასთან. შევადგინე საწრეო მუშაობის პროგრამა  განვსაზღრე წრის ხანგრძილობა.წრეში განსახილველი საკითხები ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო უნარის,ასევე წერისა და კითხვის უნარის გავიტარება.
 საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ხერხს.გზადაზგა ვახალისებდი მოსწავლეების წარმატებებს,მაგრამ ამავე დროს ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.მოსწავლეები თავად პოულობდნენ თავიანთ ნამუშევრებს გამოთქვამდნენ ვარაუდებს და მსჯელობის გზით თავად მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
   წრის მეცადინეობამ ხელი შეუწყო და მნიშვნელოვნად გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნის დონე გრამატიკაში.განსაკუთრებით მათვის ნაცნობ მეტყველების ნაწილებზე.არსებითი სახელი,ზედსართავი სახელი რიცხვითი სახელი,ნაცვალსახელი და ზმნა.
 წრის მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ისწავლეს სახვადასხვა სახის განცხადებების დაწერა.განსაკუთრებით ხალისიტ გაართვეს თავი მეგობარზე პატარა თხზულების შედგენას.შეარჩიეს მეგობარია აღწერეს მისი გარეგნობა,თვისებები,გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები ურთიერთობიდან.უშეცდომოდ დასვეს საჭირო სასვენი ნიშნები.ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას წრის მეცადინეობაზე მოხდა წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება უპასუხეს შეკითხვებს.მოსწავლეებს განუვითარდათ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი-ჩვევები.
  საწრეო მუშაობამ მოსწავლეებს გაუღვივა ინტერესი საგნისადმი.აუმაღლდათ არსებული ცოდნის დონე,საწრეო მუშაობა დაადებითად აისახა ქართული ენის სწავლების შედეგებზე,მაგრამ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე ვთვლი რომ საწრეო მუშაობა უფრო ეფექტური გახდება თუ მეტად გავაუმჯობესებ დამატებითი სახალისო აქტივობებით,რადგან მოსწავლეები უფრო ხალისით ერთვებიან.სწავლობენ და იყენებენ პრაქტიკაში.ასევე მომდევნო საწრეო მუშაობის დაგეგმვისას გავითვალისწინებ იმას,რპომ წრეში განსახილველ თემებს მოსწავლეთა ინტერესებით და სურვილებით შევარჩევ ვთვლი რომ საწრეო მუშაობა წარმატებით დამთავრდა.
  

No comments:

Post a Comment